კურსის შესახებ

ლიდერობის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს ცვალებად კონკურენტულ გარემოში ეფექტური ცვლილებების განხორციელება და წარმატებულ შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვა პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების მეშვეობით. ეს კონცეფცია თანაბრად აქტუალურია, როგორც პროფესიული მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროსა და საქმიანობაში, ისე ორგანიზაციული მუშაობის ყველა დონეზე. ტრენინგი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების გაზრდას, რათა მათ მოახდინონ ეფექტური ადაპტირება სწრაფად ცვალებად კონკურენტულ გარემოში. იგი მიზნად ისახავს მსმენელთა ტალანტის, შესაძლებლობების, ინტერესების, უნარების გამოვლენასა და მათი ლიდერული პოტენციალის განვითარებას

კურსის მიზნები

კურსის დასრულების  შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ:

  • შეისწავლონ და გამოიყენონ ლიდერობის სტრატეგიული ელემენტები
  • განსაზღვრონ და ჩამოაყალიბონ მისია, ხედვა, მიზნები და ღირებულებები
  • გაიაზრონ კარგი ლიდერის ქცევის მანერები
  • შეაფასონ ლიდერობის ახალი გამოწვევები
  • შეძლონ ძალაუფლების სწორად გამოყენება და ადამიანებზე ზეგავლენის მართვა
  • შეიძინონ და გადასცენ საუკეთესო ცოდნა და პრაქტიკა
  • განავითარონ სტრატეგიული აზროვნება
  • გაანალიზონ ლიდერობასა და მართვას შორის არსებული განსხვავება
  • შეაფასონ კონკურენტულ გარემოში არსებული რისკები და შესაძლებლობები
  • მართონ ცვლილებების პროცესი და დაძლიონ ცვლილების მიმართ არსებული წინააღმდეგობა
  • მოიპოვონ თანამშრომელთა ნდობა და წაახალისონ გუნდური მუშაობა
  • შექმნან მოტივირებული გარემო
  • ხელი შეუწყონ თანამშრომელთა განვითარებას
ვინ უნდა დაესწროს

ეს კურსი გათვალისწინებულია საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერებისთვის, ჯგუფის ლიდერებისთვის, პროექტის დირექტორებისთვის, იმედის მომცემი და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, აგრეთვე სხვა პროფესიონალებისთვის, რომლებსაც

  • სურთ შეაფასონ საკუთარები ლიდერული უნარები
  • გააზრებული აქვთ ლიდერობის როლი თანამედროვე კონკურენტულ გარემოში
  • სურთ განავითარონ ლიდერული პოტენციალი და აითვისონ ლიდერობის სტრატეგიული ელემენტები
  • განსაზღვრული აქვთ განახორციელონ ორგანიზაციული ცვლილებები
  • განზრახული აქვთ შეიმუშავონ ცვლილებების განხორციელების სტრატეგია
  • პასუხისმგებელნი არიან შექმნან და განავითარონ მაღალპროდუქტიული გუნდი
  • მოწოდებულნი არიან შექმნან მოტივირებული გარემო თანამშრომლებისთვის
  • არიან სტუდენტები ან ახალი კურსდამთავრებულები,  რომლებსაც აქვთ გამორჩეული პოტენციალი შექმნან წარმატებული კარიერა