კურსის შესახებ

თანამედროვე ბიზნესის დაგეგმვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული

მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც თავის მხრივ, მოითხოვს მარკეტინგის არსში

საფუძვლიანად გარკვევას, მარკეტინგული მიდგომებისა და სტრატეგიების შემუშავების მეთოდების

დაუფლებას, მარკეტინგის კომპლექსური ელემენტების შესწავლას. კურსი საფუძვლიანად აშუქებს

თანამედროვე მარკეტინგის ძირითად საკითხებს, რომლებიც ფოკუსირებულია მარკეტინგული გარემოს

შესწავლაზე, ბაზრის სეგმენტაციაზე, პროდუქტისა და ბაზრის ზრდის სტრატეგიებზე, კონკურენტული

სტრატეგიის ფორმულირებაზე, პრომოუშენსა და PR-ზე და სხვ.

კურსის მიზნები

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ:

  • გაიაზრონ მარკეტინგის მთავარი ფუნქცია
  • შეისწავლონ მარკეტინგული გარემო
  • გაანალიზონ მარკეტინგული მიქსის ელემენტები (პროდუქტი, ფასი, ადგილი, პრომოუშენი)
  • აითვისონ მარკეტინგულიკომუნიკაციის ელემენტები
  • განახორციელონ ბაზრის სეგმენტაცია
  • შეიმუშავონ კონკურენტული სტრატეგია
  • დაგეგმონ პრომოუშენი და PR
  • ააგონ დიფერენცირებული პოზიციონირების სტრატეგია
  • შექმნან მარკეტინგული გეგმა
  • აითვისონ ”ლურჯი ოკეანის სტრატეგიის” პრინციპები

ვინ უნდა დაესწროს

კურსი გათვალისწინებულია:

  • მარკეტინგის მენეჯერებისთვის და ამ სფეროში დასაქმებული პერსონალისთვის
  • პროდუქტის, ბრენდის და სარეკლამო მენეჯერებისთვის
  • გაყიდვების სამსახურში დასაქმებული პერსონალისთვის
  • ბიზნეს კონსულტანტებისთვის და ექსპერტებისთვის
  • სტუდენტებისათვის და ახალ კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც აპირებენ კარიერის დაწყებას მარკეტინგის სფეროში