კურსის შესახებ

თანამედროვე ბიზნეს გარემო არის უაღრესად ცვალებადი, კონკურენტული, აღსავსე რისკებითა და შესაძლებლობებით, სადაც ხელმძღვანელ პირებს ესაჭიროებათ ფართო ხედვა და სტრატეგიული შორსმჭვრეტელობა  კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისათვის.  სტრატეგიის მენეჯმენტის კურსი ფოკუსირებულია ორგანიზაციული მისიის, ხედვის, ღირებულებების, მიზნების, ამოცანების, მენეჯერული გადაწყვეტილებისა და ქმედებების განვითარებაზე, რაც განსაზღვრავს ორგანიზაციების გრძელვადიან წარმატებულ საქმიანობას. ტრეინინგის მონაწილეების ყურადღების ცენტრში მოექცევა სტრატეგიული ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და სტრატეგიული განვითარების საკითხები

კურსის მიზნები

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ:

  • საფუძვლიანად გაიაზრონ სტრატეგიის, სტრატეგიული მართვისა და სტრატეგიული დაგეგმვის როლი ორგანიზაციულ საქმიანობაში
  • ჩამოაყალიბონ ორგანიზაციის მისია, ხედვა, სტრატეგიული მიზნები და ამოცანები
  • მოახდინოს სტრატეგიული საკითხების იდენტიფიცირება და პრიორიტეტების განსაზღვრა კონკურენტული უპირატესობის მოპოვების მიზნით
  • განახორციელონ მაკრო გარემო ფაქტორების ანალიზი, კონკურენტული ანალიზი, შიდა ორგანიზაციული გარემოს შეფასება და ანალიზი ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვის მიზნით
  • მოახდინოს ბენჩმარკინგული ანალიზი და შეისწავლოს საუკეთესო პრაქტიკები

ვინ უნდა დაესწროს

ეს კურსი გამიზნულია გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის, კონკრეტულად სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერაციული დონეების მენეჯერებისთვის, გუნდის ლიდერებისთვის, პროექტის დირექტორებისთვის და სხვებისთვის, ვინც

  • პასუხისმგებელია ორგანიზაციული მისიის, ხედვის, სტრატეგიის ფორმულირებაში
  • მოწოდებულია რომ აიმაღლოს ცოდნა სტრაგიულ მართვასა და სტრატეგიულ დაგეგმვაში
  • განსაზღვრავს ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებას, მიზნებსა და ამოცანებს
  • პასუხისმგებელია ცვლილების დანერგვასა და სტრუქტურირებაში