2013 წლის 21 მაისს,  თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, სოციალური კვლევისა და პოლიტიკური ანალიზის საერთაშორისო ცენტრი, მაასტრიხტის უნივერსიტეტი და კიელის  მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტი აწყობენ კონფერენციას ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის “მიგრაციის ზეგავლენა მოლდოვასა და საქართველოში  მიგრანტთა მიერ დატოვებულ ბავშვებსა და  ხანდაზმულებზე”ფარგლებში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება  ორწლიანი მასშტაბური კვლევის შედეგები, რომელიც წარმოადგენს  ერთერთ ყველაზე სრულყოფილ და მნიშვნელოვან  შეფასებას როგორც მიგრაციის პროცესის დინამიკის შესწავლის, ისე ქართულ შინამეურნეობებზე მისი ზეგავლენის თვალსაზრისით.  ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული  რეპრეზენტატული შინამეურნეობებისა და თემების კვლევის, მიგრანტთა ოჯახების წევრებთან ჩაღრმავებული ინტერვიუების, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიზნობრივი ჯგუფების გამოკითხვის მეშვეობით,  პროექტმა გამოავლინა მიგრაციის თანამედროვე ტენდენციების მახასიათებლები  და მათი ზეგავლენა საქართველოში დარჩენილი ოჯახების ფუნქციონირებაზე.

კონფერენციას დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რათა მოხდეს პროექტის შედეგების ერთობლივი განხილვა  და ამ შედეგების საჯარო პოლიტიკაში გათვალისწინება.