კურსის შესახებ
გლობალიზაციის ეპოქაში მართვის თეორიები განიცდიან სწრაფ ევოლუციასა და ტრანსფორმაციას, რაც ახალი მოთხოვნებისა და გამოწვევების წინაშე აყენებს როგორც პიროვნული რესურსის კონკურენტულობას, ისე ორგანიზაციული მართვის საკითხებს. პიროვნული რესურსების მართვა კვეთს და მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, რომელიც ფოკუსირებულია ცოდნის ეკონომიკაზე, პიროვნულ და სოციალურ კაპიტალზე, ლიდერობაზე, ინოვაციებისა და ცოდნის მართვაზე, ორგანიზაციულ ქცევაზე და სხვ. ეს კურსი მსმენელს საშუალებას მისცემს კარგად გაიაზროს პიროვნული რესურსების მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, რომლებიც მოიცავენ მერიტოკრატიული სელექციისა და ფსიქომეტრიკული ტესტირების პროცესებს, შესრულებული სამუშაოს ანალიზს, პიროვნული და ორგანიზაციული ქცევის საკითხებს, მოტივაციის თეორიებსა და სხვ.
კურსის მიზნები
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ:
- გაიაზრონ პიროვნული რესურსების როლი დამნიშვნელობა
- ახსნან რა გავლენას ახდენს ორგანიზაციულიკულტურა პიროვნული რესურსების მართვაზე
- ამოიცნონ პიროვნული რესურსების მართვისძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეცდგანან ორგანიზაციები და მენეჯერები
- შეიმუშავონ პიროვნული რესურსებისდაგეგმვის სტრატეგია
- აითვისონ სელექციის პროცესის ჩატარებისმერიტოკრატიული პრინციპები, ფსიქომეტრიკადა განახორციელონ პერსონალის სამართლიანი შერჩევა
- ხელი შეუწყონ თანამშრომელთა განვითარებასმათი კონსულტირებისა და წვრთნის მეთოდებისგამოყენებით
- განახორციელონ საჭიროებათა შეფასებატრეინინგების დაგეგმვის მიზნით
- შეისწავლონ შეფასების მეთოდები და ჩაატარონშესრულებული სამუშაოს ანალიზი
- შექმნან მოტივირებული გარემო
ვინ უნდა დაესწროს
კურსი გათვალისწინებულია კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული პირებისთვის, კერძოდ:
- ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირებისთვის, სტრატეგიული რგოლის მენეჯერებისთვის, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს თეორიული ცოდნა და აიმაღლოს კომპეტენცია პიროვნული რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავებისათვის
- პიროვნული რესურსების მართვისდირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, სპეციალისტებისთვის
- ტრეინინგებისა და განვითარების საკითხებზე მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის
- პერსონალის შერჩევისა და სელექციის საკითხებზე მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის
- ექსპერტთათვის და სხვა პროფესიონალებისთვის,რომლებსაც შეხება აქვთ პიროვნული რესურსების მართვის საკითხებთან