პროექტების მართვა წარმოადგენს კომპლექსურ ღონისძიებათა ინტეგრირებულ სისტემას, რომელიც მოიცავს გარემოსა და რისკის ფაქტორების ანალიზს, დაგეგმვას, სამუშაოთა განშლის სტრუქტურის შექმნას, ხარისხის უზრუნველყოფას, მონიტორინგსა და სხვა პროცედურებს. იგი გულისხმობს პიროვნული, ფინანსური, მატერიალური და საინფორმაციო რესურსების ოპტიმიზაციას შეზღუდვის (დრო, მასშტაბი, ფასი) ფაქტორების გათვალისწინებით, რათა დასახული მიზნები წარმატებით იქნას მიღწეული. კურსის სრული პაკეტი მოიცავს ინტეგრირებულ სისტემას, რომლის თითოეული კომპონენტი შეისწავლება სიღრმისეულად როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკული მუშაობის რეჟიმში. კურსის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან უახლესი ლიტერატურით
კურსის მიზნები
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ:
- აითვისონ პროექტის დაგეგმვისა და მართვისათვის საჭირო ძირითადი ტექნიკა და ინსტრუმენტები
- შეისწავლონ და გაანალიზონ მაკრო გარემო ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ პროექტებზე
- მოახდინონ რისკის ფაქტორების იდენტიფიცირება, ანალიზი, მათი ალბათობისა და ზემოქმედების დადგენა
- შექმნან სამუშაოთა განშლის (დეკომპოზიციის) სტრუქტურა
- შეიმუშავონ და განახორციელონ ბენჩმარკინგული სტრატეგია პროექტის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით
- დანერგონ ხარისხის მართვის თანამედროვე მეთოდები
- შეისწავლონ პერსონალის შერჩევისა და შეფასების მეთოდები
- განახორციელონ კონტროლისათვის საჭირო მონიტორინგი
ვინ უნდა დაესწროს
ეს კურსი მნიშვნელოვანია კერძო, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორებში დასაქმებული პირებისთვის, ვინც ჩართულია პროექტის დაგეგმვაში, განხორციელებაში, ხარისხის მართვაში, კონტროლსა და მონიტორინგში. ტრენინგი სასარგებლო იქნება აგრეთვე ახალგაზრდა პერსპექტიური თანამშრომლებისთვის, სტუდენტებისათვის და სხვა ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს შეიძინოს ცოდნა პროექტების მართვაში