ამ კურსის მთავარი მიზანია ფინანსური მენეჯმენტის ძირითადი საკითხების სწავლება რაც საშუალებას მისცემს მსმენელებს გაიგონ თუ როგორ ხდება კორპორატიული საფინანსო ოპერაციები, როგორ იმართება ინვესტიციები და როგორ ფინანსდება ბიზნესი, როგორ ხდება ფინანსური პრობლემების გადაჭრა და რას ეფუძნება ფინანსური გადაწყვეტილების მიღება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბიზნეს გარემოს ანალიზს, რათა მომავალმა ფინანსურმა მენეჯერმა სრულად გააცნობიეროს ფინანსური ოპერაციების ყველა ასპექტი

კურსის მიზნები

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებსშეეძლებათ:

  • შეისწავლონ და გამოიყენენონ ფინანსური მართვისმთავარი და დამხმარე ელემენტები
  • აითვისონ ფინანსური ოპერაციების ფუნქციები, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო მასშტაბით
  • განახორციელონ ფინანსური ოპერაციების ძირითადი ფუნქციები, შეაფასონ და ანალიზის საფუძველზე მოახდინონ მისი ეფექტური მართვა, ჩამოაყალიბონ ბიზნესის სტრატეგია და ტაქტიკა ფინანსური პროცესების მართვის კუთხით
  • შეიძინონ საკმარისი ცოდნა და უნარ ჩვევები ფინანსური პრობლემების გამოვლენისა და მათი ეფექტურად გადაჭრის მიზნით არსებული შესაძლებლობების გამოვლენისა და  გათვალისწინებით.
  • შეიძინონ საფინანსო ოპერაციების დაგეგმვისა და მონიტორინგის უნარ-ჩვევები

ვინ უნდა დაესწროს

ეს კურსი გათვალისწინებულია ყველა დონის მენეჯერებისათვის, რომლებიც დასაქმებულნი არიან კერძო, სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში. კურსი შეიძლება გაიარონ აგრეთვე ყველა იმ დაინტერესებულმა პირმა, ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება ფინანსური მართვის მეთოდებში. ასევე სტუდენტებმა და ახალკურსდამთავრებულებმა, ვისაც სურს შეიქმნას წარმატებული კარიერა ფინანსურ სფეროში