General Description

პროექტის შეჯამება

შავი ზღვის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი არის საწარმოო და მუნიციპალური დაწესებულებების მიერ ჩამდინარე წყლების არაეფექტური მოხმარება. ექვსივე პატრნიორი სახელმწიფო გამოთქვამს სურვილს, მოხდეს ჩამდინარე წყლების ახალი გამწმენდი ნაგებობების (WWTF) კონსტრუირება ან მათი მოდერნიზაცია. თანამედროვე და ეფექტური WWTF გულისხმობს არა მარტო ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესებას, არამედ მენეჯმენტისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარებასაც. წინამდებარე პროექტი გვთავაზობს WWTF-ს მდგომარეობის გაანალიზებას შავ ზღვაზე მდებარე და შავი ზღვის რეგიონთან უშუალოდ დაკავშირებულ სამ-სამ ქვეყანაში, რათა სტატისტიკურ მონაცემებზე დამყარებული ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით ჩამოყალიბდეს ჩამდინარე წყლების მენეჯმენტის საუკეთესო მიდგომა. პარტნიორები შეიმუშავებენ გაუმჯობესების უწყვეტ სტრატეგიას (CIS), რომელიც მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს WWTFs-ს საკუთარი სერვისების სარგებლის მაქსიმიზაციის საქმეში მონაცემების მთლიანობის გაუმჯობესების, პროცესში არსებული დეფექტებისა და ვარიაციების შემცირების, ინფორმაციის სწრაფი გავრცელების და დაბალხარისხიანი პროდუქტების ღირებულების შემცირების მეშვეობით.  პროექტი ინოვაციურია იმ თვალსაზრისით, რომ ის წარმოადგენს პირველ მცდელობას ევროპაში და განსაკუთრებით, შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების გაუმჯობესების უწყვეტი სტრატეგიის შემუშავების თვალსაზრისით.

პროექტის მიზნები

პროექტის ზოგადი მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის რეგიონული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაუმჯობესება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (WWTF) მნიშვნელოვანი გაუმჯობესების გაცნობიერებისათვის.

კერძო მიზნები:

  1. შავი ზღვის (BS) პარტნიორ რეგიონებს შორის თანამშრომლობა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მართვის გაუმჯობესების მიზნით;
  2. გაუმჯობესების უწყვეტი სტრატეგიის (CIS) მოდელის მეშვეობით ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების გამოყენების გაზრდა;
  3. იმ პირების კომპეტენციის გამოყენება, რომლებიც ჩართულნი არიან შავი ზღვის ჩამდინარე წყლების მართვის საკითხებში.
  4. WWTF-ისა და შავი ზღვის რეგიონის გადაწყვეტილების მიმღები პირების დახმარება უფრო ეფექტური მართვის განხორციელებაში;
  5. პროექტის ტექნიკური, ადმინისტრაციული და ფინანსური აქტივობების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.

მოსალოდნელი შედეგები

 

  • შავი ზღვის რეგიონში ჩამდინარე წყლების მართვისა და მდგრადი განვითარების შესახებ ექსპერტული ცოდნის გაზრდა;
  • ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მართვის ახალი კონცეფციის შემუშავება იმ ექვს ქვეყანაში, რომლებსაც პირდაპირი გასასვლელი აქვთ ან ინტეგრირებულნი არიან შავი ზღვის აუზში;
  • ჩამდინარე წყლების მენეჯმენტის გაუმჯობესება 18 სპეციალისტის კვალიფიკაციის ამაღლების მეშვეობით, რომლებიც შეძლებენ მსგავსი კონცეფციის შემუშავებას WWTF-სთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთობლივ სამოქმედო გეგმაში ჩართულ 6 სახელმწიფოში;
  • WWTF-ს გამოყენების გაზრდა CIS-ის კონცეფციის მეშვეობით რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, საბერძნეთში და ანატოლიკი მაკედონია – თრაკიის რეგიონში;
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საჯარო და კერძო პირებისათვის ჩამდინარე წყლების მართვის ახალი კონცეფციის შესახებ 7 პარტნიორი ორგანიზაციის ვებ-გვერდის მეშვეობით;
  • პროექტის დასრულება სასურველი მიზნების მიღწევით, პარტნიორებს შორის სერიოზული კონფლიქტებისა და დარღვევების გარეშე.

ძირითადი აქტივობები

  • ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (WWTF) გაუმჯობესების უწყვეტი სტრატეგიის (CIS) განსაზღვრისა და იმპლემენტაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • მაჩვენებელთა დაბალანსებული სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს WWTF-ს კომუნიკაციისა და მონიტორინგის განხორციელებას;
  • სპეციალისტებს, რომლებიც CIS-ის ტრენინგებით აიმაღლებენ კვალიფიკაციას, საშუალება ექნებათ გაავრცელონ ცოდნა იმ რეგიონულ ოპერატორებს, სააგენტოებს, უნივერსიტეტებს და ინსტიტუციურ პერსონალს შორის, რომლებიც გარემოსდაცვითი და ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული საკითხებით არიან დაკავებულნი;
  • CISWastewate პროექტის გამჭვირვალეობა;
  • CISWastewate პროექტის მენეჯმენტი და კოორდინაცია.