მომავალ ლიდერთა მომზადების პროგრამა

2013 წლის 2 – 4 ოქტომბერს ჩატარდება სამდღიანი ტრენინგი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლებისათვის. აღნიშნული ტრენინგი ხორციელდება სოციალური კვლევისა და პოლიტიკური ანალიზის საერთაშორისო ცენტრის მიერ, ”გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის” მიერ დაფინანსებული, ორწლიან მასშტაბურ პროექტის – “დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ახალგაზრდა წევრების გაძლიერების გზით” ფარგლებში.

პროექტის მიზანია, ჯანსაღი ხედვისა და ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდების მომზადება ლიდერობის, სახელმწიფო მართვის,პოლიტიკის ანალიზის, გადაწყვეტილებების მიღებისა და ადვოკატირების საკითხებში, რაც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკური პროცესების წარმართვასა და დემოკრატიულ მმართველობაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეები გაივლიან სამდღიან ინტენსიურ კურსს, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ექსპერტთა დახმარებით მოამზადებენ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმასა და გზამკვლევს და მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ სემინარებსა და დასკვნით კონფერენციაში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულ 18 დან 30 წლამდე აქტიურ ახალგაზრდებს, როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს ყველა რეგიონიდან.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია:http://icsrpa.com/promoting-democracy-in-georgia-through-empowering-young-members-of-political-parties-and-civil-society-organizations/?lang=en

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი28 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: icsrpa@gmail.com