UNDEF Project

2012 წლის ოქტომბერში, სოციალური კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის საერთაშორისო ცენტრმა (ICSRPA) დაიწყო გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის (UNDEF) მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის განხორციელება- “დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ახალგაზრდა წევრების გაძლიერების გზით”. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან – მაასტრიხტის უნივერსიტეტის მმართველობის სკოლა და ევროპული ინსტიტუტი.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა პროფესიონალთა როლის გაძლიერებას მერიტოკრატიული, მონაწილეობითი პოლიტიკური პროცესების განვითარებაში, რის შედეგადაც მივიღებთ უფრო ეფექტურ დემოკრატიულ მმართველობას და საჯარო პოლიტიკის გახორციელებას, ვინაიდან დემოკრატიზაციის პროცესი საქართველოში ფერხდება პოლიტიკური კულტურის , პროფესიული კომპეტენციის, ლიდერობის, ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავების უნარის არარსებობით, ასევე კლიენტელიზმისა და სარგებელზე ორიენტირებული ქცევის გამო. პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ არიან ეფექტურად ჩართულნი დემოკრატიულ მმართველობაში, ვინაიდან მათ უმრავლესობას არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგრამები პოლიტიკის განხორციელებისთვის და შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი პერსონალი პოლიტიკის შემუშავების სფეროში.

პროექტის მიზანია, ჯანსაღი ხედვისა და ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდების მომზადება ლიდერობის, სახელმწიფო მართვის,პოლიტიკის ანალიზის, გადაწყვეტილებების მიღებისა და ადვოკატირების საკითხებში, რაც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკური პროცესების წარმართვასა და დემოკრატიულ მმართველობაში. პროექტის ინოვაციურობა, მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის პირველი მასშტაბური ინიციატივა საქართველოში, რომელიც ფოკუსირებულია გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნებსა და მმართველობის თანამედროვე გამოწვევებზე.

პროექტის ჩარჩოს ფარგლებში, 2012 ოქტომბერსა და ნოემბერში, ICSRPA ექსპერტების მიერ შეიქმნა ტრენინგის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნებზე, დემოკრატიულ მმართველობაზე, ტრანსფორმაციული ლიდერობაზე, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე, საჯარო პოლიტიკისა და პოლიტიკის ანალიზის საფუძვლებზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების როლის ამაღლებაზე დემოკრატიული მმართველობის პროცესებში, ადვოკატირებაზე და ა.შ

 ტრენინგების ფორმატი გათვალისწინებულია 200 მონაწილისათვის (100 არიან პოლიტიკური პარტიებიდან და 100  სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან), თუმცა პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რაოდენობამ გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს. პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 500 პირი, რაც ნათლად წარმოაჩენს, პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და დიდ ინტერესს ახალგაზრდებს შორის. 2012 დეკემბერსა და 2013 წლის იანვარში, ჩატარდა ორი ტრენინგი პოლიტიკური პარტიებისა  და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. მომავალში, ეტაპობრივად მოხდება ახალი კანდიდატების სათანადო შერჩევა შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგის ფორმატი მოიცავდა პრეზენტაციებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ინტერაქტიულ დისკუსიებს, სიმულაციებს, სცენარის დაგეგმვას, რამაც ხელი შეუწყო ეფექტურ კოჰაბიტაციას, კოჰესიურობას და ტრენინგის მონაწილეთა ცოდნისა და უნარების ამაღლებას.

.

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის აპრილში , გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის (UNDEF) ხელმძღვანელი, ქალბატონი ანიკა სავილი ეწვია სოციალური კვლევისა და პოლიტიკური ანალიზის საერთაშორისო ცენტრს და შეხვდა  მომავალი პოლიტიკური ლიდერების ტრენინგში მონაწილე, სამოქალაქო საზოგადოების ახალგაზრდა  აქტივისტებს.